ირანმა ისრაელზე იერიში დაიწყო

ირანმა შაბათს ს მიმართულებით დრონები გაუშვა. სამიზნემდე მათ მისვლას საათები დასჭირდება. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, შეტევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რეგიონული დაპირისპირება, მოწინააღმდეგეებს შორის, “ჰამას”-ისრაელის ომის მნიშვნელოვანი ესკალაციაა. აცხადებს, რომ მხარს უჭერს ირანს.
ამ დრომდე ვრცელდება ცნობები, რომ ირანმა ასევე გამოიყენა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, თუმცა აღიშნული ინფორმაცია დაუდასტურებელია. ისრაელს უტევს ასევე, ირანის მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება “ჰეზბოლაც”.
ირანი აცხადებდა, რომ გეგმავდა საპასუხო ქმედებას, მას შემდეგ რაც 1 აპრილს, ისრაელმა იერიში მიიტანა დამასკოში, ირანის საკონსულოზე. საჰაერო იერიშის დროს მოკლეს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შვიდი ოფიცერი, მათ შორის, ორი უფროსი მეთაური. ისრაელი არც ადასტურებს და არც უარყოფს თავდასხმაზე პასუხისმგებლობას.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი , რომელმაც პარასკევს მოუწოდა ირანს, თავი შეეკავებინა ისრაელზე თავდასხმისგან, აცხადებს, რომ ვაშინგტონი ისრაელის გვედითაა.
ისრაელის გადამდგარმა გენერალმა ამოს იადლინმა ქვეყნის მე-12 არხს უთხრა, რომ ირანული დრონები 20 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებითაა აღჭურვილი.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სირენების ხმა ისმის საფრთხის ქვეშ მყოფ რაიონებში და რომ მისი თავდაცვა მზადაა გაუმკლავდეს თავდასხმას.
ისრაელმა და მეზობელმა იორმ, რომელიც მდებარეობს ერაყსა და ისრაელს შორის, განაცხადა, რომ ხურავს საჰაერო სივრცეს.
ღაზას სექტორში ისრაელის ომმა, რომელიც “ჰამასის” მიერ გასული წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმას მოჰყვა, რეგიონული დაძაბულობა გაამწვავა, როგორც სირიის, ასევე ლიბანის ფრონტებზე.
დღეს, იქამდე სანამ ირანი იერიშს მიიტანდა ისრაელზე, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს IRNA-ს ინფორმაციით, თეირანმა ირანის წყლებში პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი გემი “MSC Arie” დააკავა, ვერტმფრენიდან დესანტის გადასხმის გზით. თეირანის თქმით, გემი ისრაელს უკავშირდება.
MSC, რომელიც მართავს Aries-ს, ადასტურებს, რომ რომ ირანმა გემი დაიკავა და რომ მუშაობს “შესაბამის ორგანოებთან” მისი უსაფრთხო დაბრუნებისა და ეკიპაჟის 25 წევრის უსაფრთხოებისთვის.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანი მეკობრეობაში დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე – ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო