ირანმა ახალი “კამიკაძე” დრონი წარადგინა

ირანის სამხედროებმა 28 აპრილს წარადგინეს ახალი მოიერიშე დრონი, რომელსაც შეუძლია მიზანს მოხვდეს და აფეთქდეს.
ეს არის მსგავსი დრონი, როგორსაც იყენებს ში.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო თასიმის თანახმად, ირანის ახალი დრონი, რომელმაც ჯერ სახელწოდება არ აქვს, ემსგავსება რუსეთის წარმოებულ Zala Lancet-ის ტიპის დრონს, რომელიც 2020 წელს გამოუშვეს.
თასიმი თავის ცნობას ურთავს ვიდეოჩანაწერს ახალი დრონის შესახებ.
ბოლო წლებში ირანმა დიდ წარმატებას მიაღწია დრონების წარმოებაში. ირანული ტიპის დრონები ფართოდ გამოიყენება რუსეთის არმიის მიერ უკრაინასთან ომში.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ