ირანი წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებაში მონაწილეობს – თეთრი სახლის სპიკერი

ირანი წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი, ედრიენ უოტსონი ავრცელებს.
„ჩვენ ვიცით, რომ ირანი წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვაში აქტიურად არის ჩართული. ეს ჰუსიტების მიერ რეგიონის დესტაბილიზაციის ქმედებების იმ გრძელვადიან მატერიალურ მხარდაჭერას შეესაბამება, რომელსაც ირანი ახორციელებს“, – განაცხადა ედრიენ უოტსონმა.
„ეს საერთაშორისო გამოწვევაა, რომელიც კოლექტიურ მოქმედებას მოითხოვს“, – აღნიშნა უოტსონმა.
ირანი წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში, -მა საზღვაო კოალიცია შექმნა, რომელშიც 20 სახელმწიფოა ჩართული და წითელ ზღვაში გემების დაცვას ისახავს მიზნად.
ipn.ge