ირანი -ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს

ირანი რეჟიმის პარლამენტის სპიკერი, მოჰამად ბაღერ ღალიბაფიICANA News Agency/AFPმას შემდეგ, რაც -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები ორკვირიანი ვადით შეაჩერა, ისლამური რეჟიმის პარლამენტის სპიკერი, მოჰამად ბაღერ ღალიბაფი, ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ადანაშაულებს.
ღალიბაფის თქმით, ირანის 10-პუნქტიანი წინადადებიდან, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა “მოლაპარაკებებისათვის გამოსადეგი საფუძველი” უწოდა, აშშ-მ სამი პუნქტი უკვე დაარღვია.
ირანული რეჟიმის წარმომადგენლის მიხედვით, ეს პუნქტები ეხებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ლიბანში, ირანის საჰაერო სივრცის დაურღვევლობასა და ურანის გამდიდრების მხრივ ირანის უფლებას.
“ასეთ ვითარებაში ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ან მოლაპარაკებები არაგონივრულია.” – აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანისთვის მიცემული ვადის გასვლამდე ორი საათით ადრე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს ორი კვირით აჩერებდა მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, თეირანი “ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას” დათანხმდა.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი ირანის “მთელი ცივილიზაციის განადგურებით” დაიმუქრა, რასაც წინ უძღოდა ტრამპის განცხადება, რომ ვადის გასვლამდე შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებზე მასშტაბურ თავდასხმით კამპანიას წამოიწყებდა.
ტრამპი: ირანზე შეტევას ორი კვირით ვაჩერებ, ეს ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა იქნება!
ამის მიუხედავად, ირანის სამთავრობო მედიის მიხედვით, ჰორმუზის სრუტეში ნავთობით დატვირთული ტანკერების გადაადგილება კვლავ შეჩერებულია, რის საბაბადაც ირანი ლიბანზე ისრაელის იერიშებს ასახელებს. თავის მხრივ, ტრამპი უარყოფს, რომ ირანთან დადებულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ლიბანის საკითხიც იყო გათვალისწინებული.
ამავდროულად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ როგორც ტრამპმა, ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ახსენა ირანის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა “მოლაპარაკებებისათვის გამოსადეგი საფუძველი” უწოდა. თუმცა, მოგვიანებით ტრამპმა განმარტა, რომ მედიაში გავრცელებული ირანის 10-პუნქტიანი პირობების სია განსხვავდება იმ 10-პუნქტიანი წინადადებისგან, რომელიც აშშ-მ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის გამოსადეგ საყრდენად ჩათვალა.
ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ირანმა იერიში მიიტანა საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობის მილსადენზე, რომელიც სამეფოს ნედლი ნავთობის ექსპორტისთვის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. საუდის არაბეთის ცნობით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ცხრა დრონი უვნებელყვეს, ხოლო ქუვეითმა განაცხადა, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე ირანული დრონებით თავდასხმას “მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი” მოჰყვა.