ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი – თუ აშშ ისრაელის საპასუხო ქმედებას მხარს დაუჭერს, ამერიკული ბაზები ჩვენი სამიზნე გახდება

ირანი ისრაელს აფრთხილებს, რომ მის ტერიტორიაზე კიდევ უფრო დიდ თავდასხმას განახორციელებს, თუ ის თეირანის წუხანდელ იერიშს უპასუხებს.
„ჩვენი პასუხი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ღამის სამხედრო ქმედება, თუ სამაგიეროს გადაუხდის ირანს“, – განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მოჰამედ ბაგერიმ.
მისივე თქმით, თეირანი აფრთხილებს ვაშინგტონს, რომ ისრაელის საპასუხო ქმედების მიმართ ნებისმიერი მხარდაჭერა გამოიწვევს იმას, რომ -ის სამხედრო ბაზები მათი სამიზნე გახდება.
შეგახსენებთ, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაურმა, ჰოსეინ სალამიმ ასევე განაცხადა, რომ ისრაელის მიერ მის ინტერესებზე და მოქალაქეებზე თავდასხმის შემთხვევაში, თეირანი საპასუხო ქმედებას განახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ