ირანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი – ირანს, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ისრაელის მიმართულებით რაკეტები არ გაუშვია

ირანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის განცხადებით, ადგილობრივი დროით დილის 7:30 საათის შემდეგ, მტრის მიმართულებით რაკეტები არ გაუშვიათ, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„თუ შეცდომას დაუშვებს, ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავდასხმა განხორციელდება, ისევე როგორც ომის შეჩერებამდე ერთი საათით ადრე“, – განაცხადა ირანელმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან საუბარში.
მანამდე, ირანულმა მედიასაშუალებებმა უარყვეს ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლა მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის დღეს დილით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ორივე რაკეტა მოიგერია.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა