ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადებით, ერთადერთი რამ, რაც ირანს ისრაელთან საერთო აქვს არის ის, რომ არცერთს არ სჯერა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტის.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა პალესტინელი, იქნება ის მუსლიმი, ქრისტიანი თუ ებრაელი, რათა გადაწყვიტონ ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიების მომავალი ერთი მთავრობის ქვეშ.
ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადებით, თუ ღაზაში ძალადობა გაგრძელდება, „დიდმა აფეთქებამ“, შეიძლება, ნებისმიერ მომენტში ისრაელ-“ჰამასის” ომის ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით გავრცელება გამოიწვიოს.
