ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – მზად ვართ, ნდობა აღვადგინოთ ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებულ შესაძლო შეშფოთებებთან დაკავშირებით, მაგრამ ურანის გამდიდრების საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება

ურანის გამდიდრების საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
აბას არაღჩი -ის პრეზიდენტის, ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ თეირანს ვაშინგტონთან შეთანხმების მიღწევა სურს, მაშინ მან ურანის გამდიდრება უნდა შეაჩეროს.
„ჩვენ უიტკოფისგან წინააღმდეგობრივი განცხადებები გვესმის, მაგრამ რეალური პოზიციები მოლაპარაკებების მაგიდასთან გახდება ნათელი. ჩვენ მზად ვართ, ნდობა აღვადგინოთ ირანის მიერ ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებულ შესაძლო შეშფოთებებთან დაკავშირებით, მაგრამ ურანის გამდიდრების საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, -მა და ირანმა განაცხადეს, რომ 12 აპრილს ომანში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ომანში შაბათს, 19 აპრილს გაიმართება.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ