ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კატარის, საუდის არაბეთის, ერაყის, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთის საგარეო მინისტრებს ესაუბრა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი კატარის, ს, ერაყის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთის საგარეო მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას CNN-ი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი თითოეულ კოლეგას ინდივიდუალურად ესაუბრა და ხაზი გაუსვა ღაზის სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის მნიშვნელობას.
სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა ახლო აღმოსავლეთში -ის ელჩის, ბრეტ მაკგურკის საუბარი კატარის, საუდის არაბეთის, ერაყისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლის დროსაც ელჩმა მათ მოუწოდა, გაეგზავნათ მესიჯი ირანისთვის, ისრაელთან დაძაბულობა შეამციროს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთანაც ისაუბრა. მინისტრებმა განიხილეს ღაზაში მიმდინარე ომი, ასევე სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმის შემდგომი რეაქციები და შედეგები.
შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. მიიჩნევენ, რომ თავდასხმის უკან დგას, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია. „ბოროტი რეჟიმი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც“, – აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ასევე დაგაინტერესებთ