ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთში ჩადის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი დღეს ინდოეთში ჩავა, – ინფორმაციას BBC-ი ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, აბას არაღჩი პრეზიდენტ დრუპადი მურმუს და საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდება.
ირანმა, ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე, მხარეებს შუამავლობა შესთავაზა.
შეგახსენებთ, ინდოეთმა პაკისტანსა და ქაშმირის ს მიერ კონტროლირებად ნაწილზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. დელი აცხადებს, რომ ცხრა ობიექტს დაარტყა. პაკისტანმა დაადასტურა, რომ ინდოეთმა სამი ლოკაცია დაბომბა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ იშაკ დარმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 35 დაშავდა. ამასთან, ინდოეთის არმიის ინფორმაციით, პაკისტანის ჯარების მიერ ქაშმირში განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად სამი ინდოელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.