ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – აშშ-სთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი რომში გაიმართება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, ომანის შუამავლობით, შაბათს გაიმართება.
„მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი რომში გაიმართება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
არაღჩის თქმით, ერთი დღით ადრე, პარასკევს ირანელი ოფიციალური პირები ასევე შეხვდებიან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ყველა მხარეს – გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის და გერმანიის წარმომადგენლებს.