ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანში ჩავიდა, იგი „ჰეზბოლას“ ლიდერ, ჰასან ნასრალას შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია ავრცელებს.
ლიბანური მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ლიბანში „ჰეზბოლას“ ლიდერ, ჰასან ნასრალას შეხვდება.
„თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ხვალ დაიწყება, მაგრამ არ გაგრძელდება, რეგიონში პირობები არ დარჩება ისეთივე, როგორიც ცეცხლის შეწყვეტამდე იყო, მაშინ ომის მასშტაბები გაფართოვდება“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიბანში ჩასვლისას.
„ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ ლიბანში ეს მისი მეორე ვიზიტია.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსის, გიორგი ჯანიკაშვილის განცხადებით, სამსახურებრივი ფორმა სისხლით დაესვარა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა თავის არეში ძლიერად მოხვდა, თუმცა „ტანსაცმელი სახლში მისვლის შემდეგ გარეცხა“