ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაური – ჩვენი ბირთვული დოქტრინის გადახედვა სავსებით შესაძლებელია

ს თავდასხმის საფრთხის ფონზე ირანმა შესაძლოა თავის ბირთვულ დოქტრინას გადახედოს, – ამის შესახებ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურმა, აჰმედ ჰაგთალაბმა განაცხადა.
„ჩვენი ბირთვული დოქტრინისა და პოლიტიკის გადახედვა, ასევე, ადრე გამოთქმული მოსაზრებების გადახედვა, სავსებით შესაძლებელია“, – განაცხადა აჰმედ ჰაგთალაბმა.
აჰმედ ჰაგთალაბი ირანის ბირთვულ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გასულ შაბათ-კვირას ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.