ირანის პრეზიდენტი – ისრაელს სურს, ირანის კონფლიქტში ჩართვის გზით, ახლო აღმოსავლეთი ომში ჩაითრიოს, რომლის შედეგები შეუქცევადი იქნება

ისრაელს სურს, ახლო აღმოსავლეთი სრულ ომში ჩაითრიოს ირანის პროვოცირებით, ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის კონფლიქტში ჩაერთოს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში განუცხადა, სადაც ის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩავიდა.
„ჩვენ არ გვინდა ვიყოთ არასტაბილურობის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში, რადგან მისი შედეგები შეუქცევადი იქნება. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიანად, არ გვინდა ომი. სწორედ ა ის, ვინც ყოვლისმომცველი კონფლიქტის შექმნას ცდილობს“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ირანი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტში, პეზეშკიანმა უპასუხა, რომ ირანი დაიცავს ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც იცავს თავის უფლებებს და საკუთარ თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით