ირანის პრეზიდენტი ანკარაში არ ჩავა

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი დღეს ანკარაში არ გაემგზავრება, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი დღეს ანკარაში აღარ ჩავა.
თურქული მხარე ჯერჯერობით არ ადასტურებს ირანის პრეზიდენტის ვიზიტი გაუქმდა თუ გადაიდო.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რაისი 28 ნოემბერს ანკარას ეწვეოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – დიქტატორს უნდა ყველას მოსწონდეს, ვისაც არ მოსწონს უნდა იყოს განეიტრალებული, განდევნილი, დაჩაგრული და ნაცემი, ამიტომ ქმნის დაჯგუფებას – ეს უკავშირდება ქიმერული შიშის დანერგვას, რომ ადამიანები ფიქრს და პროტესტს გადააჩვიონ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა