ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ

ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას გმობენ მსოფლიო ლიდერები. რამდენიმე საათია პოლიტიკურ და დიპლომატიურ სივრცეში, ირანსა და ისრაელს შორის მომხდარი დაპირისპირება მთავარი განხილვის თემაა.
„ირანი რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის. გერმანია ს გვერდით დგას და განვიხილავთ სიტუაციას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად“, – , – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
თავდასხმას ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტიც.
„მკაცრად ვგმობ ირანის აშკარა და გაუმართლებელ თავდასხმას ისრაელზე. მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს თავდასხმები“, – წერს .
ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გმობს ევროკავშირიც.
„ეს შეიძლება, გახდეს ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ქაოსის გაღვივების მიზეზი. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს თავდასხმას და გააგრძელებს მუშაობას დეესკალაციისა და უფრო მეტი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა X-ზე.
უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას და როგორც პრეზიდენტმა ცხადყო, დავიცავთ აშშ-ის პერსონალს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
ისრაელის უსაფრთხოებისადმი ერთგულებაზე და აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე საუბრობს ც.
„ვგმობ ისრაელზე ირანის თავდასხმას და კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას ისრაელის უსაფრთხოებისადმი. ჯერ კიდევ გასულ კვირას რეგიონში ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით აღჭურვილი გემები გავგზავნეთ. ამის წყალობით და ჩვენი სამხედროების ოსტატობით ჩვენ ისრაელს თითქმის ყველა რაკეტისა და დრონის ჩამოგდებაში დავეხმარეთ“, – აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.
„მკაცრად ვგმობ სერიოზულ ესკალაციას, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელზე ამ საღამოს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმა წარმოადგენს. მოვუწოდებ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. არც რეგიონს და არც მსოფლიოს არ შეუძლია კიდევ ერთი ომი დაუშვას“, – წერს გაერო-ს გენერალური მდივანი X-ზე.
ირანმა ისრაელზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ