ირანის მასშტაბური საჰაერო თავდასხმა ისრაელზე – რა ვიცით

ს თავდაცვის ძალების სპიკერ დანიელ ჰაგარის თქმით, მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი ჭურვი გაუშვა, მათ შორის 170 დრონი, 30 ფრთოსანი რაკეტა და 120 ბალისტიკური რაკეტა — მათი 99% გადაჭერილია საჰაერო თავდაცვის მიერ.
New York Times-ი კი ს ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომბინირებული იერიში 185 Shaheed-ის ტიპის დრონით, 30 ფრთოსანი და 110 ბალისტიკური რაკეტით მიმდინარეობდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ვერცერთმა დრონმა ვერ გადაკვეთა და მათი უმეტესობა ისრაელის მოკავშირე () და მეზობელმა (იორ) ძალებმა ჩამოაგდეს.
IDF-ს პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელის საჰაერო სივრცე ვერ გადაკვეთა ირანის მიერ ნასროლმა ფრთოსანმა რაკეტებმაც და მათი განეიტრალება საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მახლობელ ტერიტორიებზე მოახერხეს.
ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეაღწია რამდენიმე ბალისტიკურმა რაკეტამ, მათ შორის ერთ-ერთი ნეგევის უდაბნოში მდებარე ნევათიმის საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა ობიექტს მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღია.
14 აპრილის დილის მდგომარეობით, ცნობილია მხოლოდ 1 დაზარალებულის შესახებ – ესაა 7 წლის გოგო, რომლის სახლსაც ჭურვი იმ დროს დაეცა, როცა მას ეძინა. ბავშვი ახლომდებარე ჰოსპიტალშია სამკურნალოდ გადაყვანილი.
ირანის გარდა ისრაელის მიმართულებით დრონები და რაკეტები გაუშვეს სირიის, ლიბანის, იემენისა და ერაყის ტერიტორიიდანაც. ჯამურად იერიში 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ისრაელის მთავრობამ უკვე გააუქმა თავდაპირველად დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი. მათ შორის გახსნა საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის.
ირანის თავდასხმას ისრაელზე გმობს ევროკავშირი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, დიდი ბრიტანეთი, მექსიკა.
ირანის საჰაერო იერიშს თავშეკავებული განცხადებით გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – უწყებას არ დაუგმია თავდასხმა და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
ირანის მხრიდან შესაძლო საავიაციო იერიშების შესახებ ბოლო დღეებში უამრავი მედიასაშუალება წერდა. ამის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანი სერიოზულად გააფრთხილა.
13 აპრილსს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ შაბათს საღამოს სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზად იყო ირანის მხრიდან შესაძლო პირდაპირი თავდასხმისთვის.
ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ირანული მედიის ცნობით 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკში, ირანის საელჩოს მახლობლად მდებარე შენობაზე, რის შედეგადაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა.

ირანის ხელისუფლება დაიმუქრა, რომ შურს იძიებს თავისი ოფიცრების, მათ შორის, IRGC-ის ორი გენერლის დაღუპვის გამო

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე – ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო