ირანის ისრაელზე თავდასხმამ საერთაშორისო ავიაკომპანიებს პრობლემები შეუქმნა

ორშაბათს, მას შემდეგ, რაც ისრაელზე ირანის სარაკეტო და დრონებით განხორციელებულმა თავდასხმებმა კიდევ უფრო შეზღუდა ევროპასა და აზიას შორის ნავიგაციის მარშრუტები, გლობალურ ავიახაზების ფრენებს შეფერხებები შეექმნა.
ისრაელზე ირანის შეტევამ, საავიაციო ინდუსტრიაში ქაოსი გამოიწვია. ირანი ისრაელს 300-ზე მეტი რაკეტითა და დრონით დაესხა თავს. მათი უმეტესობა ისარელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, ფრენების გაუქმება ან გადამისამართება, სულ მცირე, ათ ავიაკომპანიას მოუწია. მათ შორის არიან გერმანიის, ინდოეთისა და სხვა ავიახაზები.
“ოპსგრუპის”, საჰაერო სივრცისა და აეროპორტების მონიტორინგის კომპანიის დამფუძნებლის, მარკ ზეის თქმით, ეს იყო საჰაერო მგზავრობის ყველაზე დიდი შეფერხება 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტის შემდეგ.
„მას შემდეგ ჩვენ არ გვქონია სიტუაცია, ასეთი სწრაფი თანმიმდევრობით, ამდენი სხვადასხვა საჰაერო სივრცე დახურულიყო. ეს ქაოსს ქმნის“, – უთხრა ზეიმ საინფორმაციო სააგენტო “როიტერს” და დასძინა, რომ შეფერხებები, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
ირანის საჰაერო სივრცეს იყენებენ ისეთი ავიაკომპანიები, რომლებიც მოგზაურობენ ევროპასა და აზიას შორის. ირანის საჰაერო სივრცის დახურვის შემთხვევაში, კომპანიებს ორი ალტერნატიული მარშრუტი აქვთ: თურქეთის გავლით ან ეგვიპტისა და ს გავლით, თქვა ზეიმ.
ისრაელმა თავისი საჰაერო სივრცე შაბათს დახურა, თუმცა კვირა დილით კვლავ გახსნა. თავიათ ტერტიტორიებზე, ფრენები ასევე განაახლეს იორმ, ერაყმა და ლიბანმა.