გუბაზ სანიკიძე ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებაზე საუბრისას, მედიასთან, ამბობს:
არ მგონია, რომ ამ ომმა ფართო მასშტაბები მიიღოს. ამისთვის ბევრი მიზეზია, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ირანის იზოლაცია ხდება. ირანს მოკავშირეები გლობალურად ჰყავს ჩინეთის და რუსეთის სახით, მაგრამ თუ რეაქციებს შევხედავთ, მაინცდამაინც თავს არ მოიკლავენ ირანისთვის. ირანის იზოლაცია გრძელდება, მისი პროქსი ძალების შევიწროება და ნაწილობრივ განადგურებაც ხდება. თუ გავიხსენებთ ჰამასს, ჰეზბოლას. იემენში ჰუსიტების პრობლემა რჩება. ერაყში შიიტური რაზმები დაშლილი იქნა ერაყის ხელისუფლების მიერ. ირანმა დიდი დარტყმა მიიღო, როდესაც ასადების რეჟიმი დაემხო, რადგან სირია დიდი ხნის განმავლობაში ირანის მოკავშირე ქვეყანა იყო… მე მგონია, რომ ამ ამბების მერე ირანში დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ რყევები დაიწყება”. – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ცნობისთვის, 13 ივნისის ღამეს ისრაელის არმიამ ირანში ბირთვულ ობიექტებს შეუტია. დარტყმულ სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო დონის სამიზნეები, მეთაურები, სამხედრო ობიექტები, შტაბ-ბინები და ბირთვული ობიექტები.
