ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი: როგორც მოთამაშე, მე ხალხთან ვარ. ეს ყველაფერი ჩემს ქვეყანაში არსებულ ვითარებას უკავშირდება. ვერ ვიქნებოდი ბედნიერი

ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და საბერძნეთის “ოლიმპიაკოსის” წევრმა მეჰდი ტარემმა გუშინ “ატრომიტოსთან” თამაშის დროს 56-ე წუთზე გატანილი გოლი არ აღნიშნა. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი მატჩის დასრულების შემდეგ თავად გააკეთა და განმარტა:
💬 „ის ფაქტი, რომ არ ვზეიმობ, ჩემს ქვეყანაში არსებულ ვითარებას უკავშირდება. როგორც მოთამაშე, მე ხალხთან ვარ. ეს ყველაფერი ჩემს ქვეყანაში არსებულ ვითარებას უკავშირდება. ვერ ვიქნებოდი ბედნიერი. მე სოლიდარობას ვუცხადებ ხალხს. მე არ ვზეიმობ გოლს ირანელი ხალხის მხარდაჭერის ნიშნად“ | თქვა მეჰდი ტარემმა.