ირანის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფიფას მიმართა: თვალს ხუჭავთ ჩვენი უდანაშაულო ხალხის მკვლელობაზე. ისტორია განგსჯით

ირანის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მოჰაჯერანიმ ფიფას მიმართა:
“თქვენ აცხადებთ, რომ იცავთ ფეხბურთის გლობალურ ღირებულებებს: ეთიკას, სამართლიანობას და პატივისცემას.
როცა ამ გლობალური ოჯახის წევრებს ესვრიან, რას ნიშნავს თქვენი დუმილი?
თვალს ხუჭავთ ჩვენი უდანაშაულო ხალხის მკვლელობაზე. ისტორია განგსჯით.“
მისი თქმით, ფეხბურთი იმედისა და ოცნებების სახლია, თუმცა ირანში ეს ოცნებები ახალგაზრდების სისხლით შეიღება.
მან დაასახელა 17 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი: რაბი მორადი, ასევე მოჯთაბა თარშიზი და ამირმოჰამად კუჰქანი, რომლებიც, მისი თქმით, ვეღარასდროს ითამაშებენ ფეხბურთს.