22
ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ატომური ენერგიის სააგენტო ავრცელებს.
ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ცნობით, დარტყმას, რომელიც ათი დღის განმავლობაში მესამე იყო, მატერიალური ზიანი და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკური შეფერხება არ მომხდარა.
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ განაცხადა, რომ დარტყმის შესახებ ირანისგან აქვს ინფორმაცია.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეირანში საჰაერო დარტყმა განხორციელდა ირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტზე.
გავრცელებული ცნობით, დარტყმამ დააზიანა კვლევითი და საგანმანათლებლო შენობები.



