ირანელი ქალი ჰიჯაბის გაკეთებაზე უარის გამო 74-ჯერ გაამათრახეს

33 წლის ირანელი ქალი როია ჰაშმატი ჰიჯაბის გაკეთებაზე უარის გამო 74-ჯერ გაამათრახეს. როგორც ცნობილია, როია ჰაშმატი ჰიჯაბის გარეშე თეირანში რამდენიმე საჯარო ადგილას გამოჩნდა, რის შემდეგაც ის წაიყვანეს და 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს.
“მისი სასჯელი საჯარო მორალის დარღვევისთის – 74-ჯერ გამათრახება კანონის და შარიათის შესაბამისობაშია” – წერია ირანულ გვერდზე Mizan Online.
გავრცელებული ინფორმაციით, როია ჰაშმატმა ასევე ჯარიმის სახით 12 მილიონი რიალი უნდა გადაიხადოს.
ირანში ყველა ქალი ვალდებულია დაფარული ჰქონდეს კისერი და თავი.