ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენი გუნდის მიერ არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ჯარის გასაძლიერებლად და სამომავლოდ, კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას ვგეგმავთ

ჩვენი გუნდის მიერ არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ჯარის გასაძლიერებლად და სამომავლოდ, კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას ვგეგმავთ , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.
როგორც ჩიქოვანი “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს, ის დარწმუნებულია, რომ ეს გუნდი კიდევ უფრო მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ძლიერ თავდაცვის ძალებს შექმნის.
“დღეს, XI მოწვევის პარლამენტმა საქართველოს მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ სა და მინისტრთა კაბინეტს ვულოცავ ნდობის გამოცხადებას. დარწმუნებული ვარ, ახალი პარლამენტის მუშაობა, „ქართული ოცნების“ გუნდის საქმიანობა, იქნება ნაყოფიერი, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მშვიდობის, წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ აღნიშნა, რომ ქართულ ჯარზე ზრუნვა იქნება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მისი ხელმძღვანელობით, მქონდა პატივი, ჩვენს საამაყო სამხედროებთან ერთად მემუშავა და საკუთარი წვლილი შემეტანა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში და ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შექმნაში.
ჩვენი გუნდის მიერ არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ჯარის გასაძლიერებლად და სამომავლოდ, კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას ვგეგმავთ. ამ გზაზე, ჩვენს პროფესიონალ და პატრიოტ სამხედროებთან ერთად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და მზადყოფნის ამაღლებას.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევქმნით კიდევ უფრო მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ძლიერ თავდაცვის ძალებს”, – წერს ირაკლი ჩიქოვანი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისე მომინდა, ჩავხუტებოდი და მეკოცნა – ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში – და მერე თავის, თითქმის 90 წლის ქალთან მიდის”

კახა კალაძე – ისედაც ვიცოდით, რომ ოპოზიციური პარტიები, ვინც გუშინ გამოვიდნენ, უარს ამბობდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე – აბსოლუტურად გაუგებარია, რა იყო შინაარსი და მთავარი მიზანი ან შიმშილობის დაწყების, ან შეწყვეტის