ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენთვის პრიორიტეტულია აქტიური სარეზერვო სამსახურის გაძლიერება და მოტივირებული, ეფექტური რეზერვის არსებობა

ჩვენთვის პრიორიტეტულია აქტიური სარეზერვო სამსახურის გაძლიერება და მოტივირებული, ეფექტური რეზერვის არსებობა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა, საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ქვეყნის თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ინსტიტუციური საფუძვლების განმტკიცება და გაძლიერება.
„ამ კუთხით, აღსანიშნავია ჩვენი გუნდის მიერ დამტკიცებული „თავდაცვის ახალი კოდექსი“. ამ კოდექსით ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვას. გარდავქმენით და თანამედროვე მოთხოვნებს მოვარგეთ წვევამდელთა ეროვნული სამსახური. შევქმენით ეფექტური რეზერვის წინაპირობა და გავაძლიერეთ ჩვენი სამხედროების სოციალური გარანტიები. ჩვენი ახალგაზრდა თაობა ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრეა, ჩვენი ქვეყნის მომავალი და დარწმუნებული ვარ, ისინი სიამაყით იმსახურებენ რეზერვში, ისარგებლებენ მათზე მორგებული სხვადასხვა პროგრამით და შეუერთდებიან თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს. ჩვენთვის პრიორიტეტულია აქტიური სარეზერვო სამსახურის გაძლიერება და მოტივირებული, ეფექტური რეზერვის არსებობა. მნიშვნელოვანი მიზანია ახალგაზრდებისთვის წვევამდელთა თუ სარეზერვო სამსახური გახდეს უფრო ნაყოფიერი. მივცეთ მათ ისეთი გამოცდილებისა და უნარის შეძენის შესაძლებლობა, რაც შემდგომში სამოქალაქო ცხოვრებაშიც გამოადგებათ. ეს უზრუნველყოფს უფრო მიმზიდველ სისტემას და საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობას ქვეყნის თავდაცვის საქმეში“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ამასთან, მან თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად მისი დასახელებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ს და „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა.
„მინდა ამ ნდობისთვის მადლობა გადავუხადო მთელს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ს როლი ჩვენი სახელმწიფოსთვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში. დიდი პატივია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის ნდობა“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ჩვენი ხედვისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა იმ კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს აქვთ დაგროვილი

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი დიასპორები არც თუ მრავალრიცხოვანია, მაგრამ ძლიერი და მყარი დასაყრდენია ქვეყნისთვის, ისინი ჩვენით არიან ძლიერნი, ჩვენ კი მათით – მადლობა ქართულ ეკლესიას და თითოეულ დიასპორელს ამ გმირობისთვის

პრემიერი – ქართული დიასპორის გაძლიერება, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რაც 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა