ირაკლი ჩიქოვანი – საქართველოში, სადაც საჯარო სექტორში უმაღლესი გამჭვირვალობის სტანდარტია, პრობლემა საერთოდ არ უნდა არსებობდეს არასამთავრობოებთან ან ნებისმიერ სხვა სუბიექტთან მიმართებაში, რომ მინიმალური სტანდარტი დაინერგოს

საქართველოში არის გამჭვირვალობის ძალიან მაღალი სტანდარტი, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან ერთად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
როგორც ვიცე-პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება პოზიციებს, რომელიც უშუალოდ ორგანიზაცია ევროკავშირსა და ინდივიდუალურ სახელმწიფოებშია.
ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუშაობს იმ დირექტივაზე, რომელიც გამჭვირვალეობის მინიმალურ სტანდარტს უზრუნველყოფს.
„საქართველოში გამჭვირვალობის მაღალი ხარისხია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ეს იქნება პოლიტიკაში ჩართული პოლიტიკური სუბიექტები, პოლიტიკოსები, ბიუჯეტის გამჭვირვალობა თუ ნებისმიერი საჯარო რესურსის ხელმისაწვდომობა. მაგრამ, სამწუხაროდ, არის სფერო, სადაც არანაირი სტანდარტი არსებობს, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მინიმალურ დონეს.
ევროკავშირი მუშაობს იმ დირექტივაზე, რომელიც დაავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს შეიმუშაონ კონკრეტული მექანიზმები, რომელიც გამჭვირვალობის სტანდარტს უზრუნველყოფს. ვინც კი ერთვება საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გავლენა აქვს საზოგადოების აზრის ფორმირებაზე, მათთვის აუცილებელია მინიმალური სტანდარტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ეს არის დემოკრატიული პროცესი, ეს აჯანსაღებს პროცესს და ეს აძლიერებს სახელმწიფოს“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
განცხადების შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ