ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი იმყოფება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მან იაშარ გიულერს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე თურქეთის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„საუბარი შეეხო ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, სამხედრო-საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებასა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობას. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში თურქეთის წვლილი.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები, ასევე თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ