ირაკლი ჩიქოვანი – აშშ-ს მხრიდან დასანანი და გაუგებარი იყო გადაწყვეტილება „ღირსეული პარტნიორის“ გადადებასთან დაკავშირებით – ვიმედოვნებ, გადაწყვეტილებები გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე გადახედილი იქნება

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ღირსეული პარტნიორის“ გადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე“ გადახედავს.
როგორც ჩიქოვანმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა, აშშ-ის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება „დასანანი და გაუგებარია“.
„ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასანანი და გაუგებარი იყო მიღებული გადაწყვეტილება “ღირსეული პარტნიორის” გადადებასთან დაკავშირებით. გეტყვით იმასაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვქონდა არაერთი წვრთნა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით ვატარებდით. ვიმედოვნებ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, საბოლოო ჯამში, გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე გადახედილი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)