ირაკლი ყანდაშვილი „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარედ, მეორე ვადით ირაკლი ყანდაშვილი იქნა არჩეული. ამის შესახებ ინფორმაციას „მედიატორთა ასოციაცია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 16 დეკემბერს მედიატორთა პროფესიული გაერთიანების საერთო კრება შედგა, რომელზეც მოქმედ თავმჯდომარეს მეორე ვადით, ასოციაციის კრებაზე მონაწილე წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ოთხი წლის ვადით გამოეცხადა ნდობა.
ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია ნდობა, რაც კრებაზე ერთსულოვნად გამოცხადდა კოლეგა მედიატორების მხრიდან, რაც მისი თქმით, დიდი პასუხისმგებლობაა.
“მიხარია, რომ პროფესია პოზიტიურად აფასებს განვლილ ოთხ წელს და ჩვენ ერთიანი გუნდური მიდგომით ვაგრძელებთ მედიაციის ინსტიტუციურ დანერგვა-განვითარებას საქართველოში “, – აცხადებს ასოციაციის ახლადარჩეული თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის