ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებს, რომლის გამოხატულებაა ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის დაფუძნება. ხაზი გაესვა ცალკეულ მიმართულებებს, სადაც საქართველოსა და იტალიას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო განვითარების დიდი პოტენციალია.
აღინიშნა იტალიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას.
ენრიკო ვალვომ პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
მთავრობის მეთაურმა იტალიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ელჩად საქმიანობის პერიოდში ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვსურს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან უშუალოდ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან და რომელი – ვითომ ნეიტრალურის სტატუსის მქონე

ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება