ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და მრავალ სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რასაც შედეგად მოყვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება.
აღინიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?