ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მომავალი

მქონდა პატივი, სიტყვით გამოვსულიყავი დუბაიში კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თემაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართულ 28-ე კონფერენციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განახლებადი ენერგორესურსების განვითარების, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას.
„ჩვენ პრიორიტეტად მივიჩნევთ კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის საკითხს, განახლებადი ენერგორესურსების განვითარების, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მომავალი“, – აღნიშნავს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა