ირაკლი ღარიბაშვილი – საპატიო სტუმრის რანგში მქონდა სიტყვით გამოსვლა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის გაერო-ს შემუშავებული პროგრამის სამიტზე, რომელშიც რეგიონის სახელმწიფოთა მეთაურები მონაწილეობდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი SPECA-ს (“გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის”) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე მონაწილეობას სოციალურ ქსელ twitter-ში ეხმაურება.
პრემიერის თქმით, აღნიშნული პლატფორმა მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნებში დარგთაშორისი თანამშრომლობისთვის.
“საპატიო სტუმრის რანგში მქონდა სიტყვით გამოსვლის პატივი გაერთიანებული ერების მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის შემუშავებული პროგრამის სამიტზე, რომელშიც რეგიონის სახელმწიფოთა მეთაურები იღებდნენ მონაწილეობას. ხსენებული პლატფორმა მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნებში დარგთაშორისი თანამშრომლობისთვის. საქართველო ერთგულია მშვიდობის, ურთიერთკავშირებისა და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით ამ პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან ერთად აქტიური ჩართულობის იდეისადმი“, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა