ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს საამაყო ხალხს, ამ დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელს „ქართულ ოცნებას“

მინდა შევუერთდე ამ საზეიმო მომენტებს და წუთებს და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა „გორბის“ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ, პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მადლობას უხდის პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, როგორც „დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს“.
„მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს საამაყო ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და რა თქმა უნდა, ამ დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მთელს ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ერთგულ მხარდაჭერებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18:30 საათის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა. კერძოდ, ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების – 56.1 % მიიღო; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 12.6 %; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერი საქართველო“ – 7.0 %; „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %; „გირჩი“ – 3.0 %; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 2.2 %; სხვა – 2.7 %. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა

ლევან მახაშვილი – უკრაინაში ომის დასასრული, არის იმის გამეორება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა