ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ბაქოში შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ სა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ს შეხვედრა ბაქოში, “განჯელიკის” სამთავრობო რეზიდენციაში, გაიმართა. მთავრობის მეთაური ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირადი მიწვევით SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმს, საპატიო სტუმრის სტატუსით, ესწრება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებზე და აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. განიხილეს ქვეყანათა სტრატეგიული თანამშრომლობის – ვაჭრობა-ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა − საკითხები, ამავდროულად საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მნიშვნელოვანი პროექტები: შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების, გზების გაფართოებას, მშენებლობა-განვითარებას; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც მთავრობის მეთაურის თქმით, უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალს. აღინიშნა, რომ სამომავლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკულ რესურსთა ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად მასშტაბური პროექტის − შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის − განვითარების საკითხსა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან ძალიან მალე გააფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ

არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი – კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ, ხელი ნურავის წაუცდება კორუფციაზე, კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი

ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, არის თანასწორუფლებიანი კანონის წინაშე, ამიტომ სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაცდომას ჩაიდენენ

ნაცებს” რომ ჰკითხო, საპარლამენტო კომისიაზე არმისვლა დასჯადი არ უნდა იყოს, არადა, მთელ რიგ ქვეყნებში, საკმაოდ სერიოზულ სასჯელს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს