ირაკლი ღარიბაშვილი გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს 24 მარტს შეხვდება

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს მომდევნო კვირას – 24 მარტს შეხვდება.
„ქართული ოცნების” ინფორმაციით, თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. მათივე ცნობით, შეხვედრები აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და პარტიულ აქტივთან გაიმართა.
ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში