გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე, პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საკითხებს.
ხაზი გაესვა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, რეგიონში და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების საკითხებსა და გამოწვევებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია