ირაკლი ღარიბაშვილი – ბირთვული ომის რიტორიკა დაბრუნდა, ამაზე საუბრობენ, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ასევე რუსეთი – ერთი რამ იცოდეთ, „ქართული ოცნება“ დესტაბილიზაციას არ დაუშვებს

ბირთვული ომის რიტორიკა დაბრუნდა. პირდაპირ საუბრობენ, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ასევე – ამ დროს ჩვენ დროს ვხარჯავთ რაღაც შიდა კინკლაობაზე და გაუგებრობაზე. ერთი რამ იცოდეთ, არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას, ყველამ კარგად დაიმახსოვროს. თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, გამოხატოს კანონის ფარგლებში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი პარტია გორში შეხვდა პარტიის აქტივს არჩევნების საკითხთან დაკავშირებით, სადაც ასევე ისაუბრეს საზოგადოებაში არსებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და ანალიზი გაუკეთეს,როგორც ქვეყანაში ისე მსოფლიოში არსებულ სიტუაციას.
„დღეს მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა. დღეს ხალხს, ზოგ-ზოგიერთებს დაავიწყდა, რომ მსოფლიოში არის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი უსაფროების და პოლიტიკური გარემო. ის წესრიგი,რომელიც მსოფლიოში არსებობდა დღითი დღე ირღვევა. ახალი წესრიგი ჩვენ არ ვიცით, როდის ჩამოყალიბდება, საბოლოო ჯამში,საერთოდ რა კონფიგურაცია დაჯდება არავინ არაფერი იცის. ში ომი გრძელდება. იცით, რომ 250 მილიარდი დოლარია გამოყოფილი უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ამბობენ, რომ 200 მილიარდი დოლარია დახარჯული რუსეთის მხრიდანაც. იცით ინფორმაცია, რომ დამატებით ამერიკისგან 50 თუ 60 მილიარდი გამოიყოფა და ეს ომი გრძელდება. კაცმა არ იცის, როდის დასრულდება ეს ომი. ის საფრთხე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით საზოგადოებაში, რომ რეალური საფრთხე არსებობს ამ ომის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანის, ეს საფრთხე არსად წასულა. არის უპასუხისმგებლო ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, რომ ჩვენი ქვეყანა ომში ჩაეთრიათ და ეს კონფლიქტი ჩვენ ქვეყანაში გადმოეტანათ. ამ უპასუხისმგებლო ადამიანებს მინდა მივმართო, რომელი იქნება საერთოდ,პასუხისმგებლობის ამღები ქვეყანაში, რომ სიტუაცია ისე არ განვითარდეს, როგორიც დღეს არის. თუ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, პასუხისმგებლობიანი ძალა, ერთადერთი რომელმაც რეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, ეს არის „ქართული ოცნება“. თუ ვინმე არის შემძლე ამ მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების ეს არის , ეს არის „ქართული ოცნება“. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყოველი მმართველის დროს, სამწუხაროდ, საუბედუროდ, გადახედეთ 30 წლიან ისტორიას, ამაზე უნდა ვიფიქროთ და ვესაუბროთ ჩვენ ხალხს, ყოველი მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომები, სამოქალაქო ომი, ომები რუსეთთან, ტერიტორიების დაკარგვა, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, პოლიციელების, ჩვენი მოქალაქეების, მათი საცხოვრებელი სახლების განადგურება და ა.შ. ამიტომ, საკითხი არის ძალიან სერიოზული. ძალიან სერიოზული სიტუაცია არის დღეს მსოფლიოში. გადახედეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, -პალესტინის კონფლიქტს და მიმდინარე საომარ ვითარებას ვგულისხმობ. გადახედეთ, რა ხდება ირანსა და ისრაელს შორის სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში. ბირთვული ომის რიტორიკა დაბრუნდა. პირდაპირ საუბრობენ, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ასევე პირდაპირ საუბრობს რუსეთი, ბირთვული შეიარაღების თაობაზე დემონსტრირება მოხდება და ამ დროს ჩვენ დროს ვხარჯავთ რაღაც შიდა კინკლაობაზე და გაუგებრობაზე. ერთი რამ იცოდეთ, არ დავუშვებთ ჩვენ, არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას, ყველამ კარგად დაიმახსოვროს. თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს გამოხატოს კანონის ფარგლებში. არჩევნები მოახლოვდება, კეთილი ინებოს ყველამ მშვიდად, წყნარად, დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე – ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო