ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, საქართველოში -ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
“შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას. ასევე, ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას”. – წერია ქართული ოცნების განცხადებაში.
ქართული ოცნების ცნობით, ღარიბაშვილმა დანიგანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ს მხარდაჭერისთვის და ასევე, არაერთი მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ეს კურსი შეუქცევადია”. – წერია ქართული ოცნების განცხადებაში.