ირაკლი ღარიბაშვილი – არავითარი დაპირისპირება არ არის! – პრემიერის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა – მოვისმინე განცხადებები, თითქოს ადმინისტრაციის უფროსიც გაუშვა, ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი?

არავითარი დაპირისპირება არ არის! პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა. ასევე მე მოვისმინე რაღაც სხვა განცხადებები, რომ თითქოს ადმინისტრაციის უფროსიც გაუშვა, უკაცრავად, და ადმინისტრაციის უფროსი არის პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირი, ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრს და პრემიერს ჰქონდათ განსხვავებული მოსაზრებები და მათ შემთხვევაში დამშვიდობება ძალიან ცივილიზებულად მოხდა.
„ძალიან მარტივი მოცემულობაა, თქვენ ვერ იპოვით სკანდალს – მთავრობის მეთაური არის ირაკლი . მე როდესაც ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მაშინ, თუ არ ვცდები, 6 მინისტრი შევცვალე. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომლებსაც შეიძლება არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი ან პირიქით, მინისტრს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება. მე როგორც ვიცი, თავად მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები და ასევე პრემიერს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება და ძალიან ცივილური ფორმით მოხდა დამშვიდობება. არავითარი დაპირისპირება არ არის! პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა. ასევე, მე მოვისმინე რაღაც სხვა განცხადებები, რომ თითქოს ადმინისტრაციის უფროსიც გაუშვა, უკაცრავად, და ადმინისტრაციის უფროსი არის პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირი, ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი? ძალიან მარტივი ასახსნელია საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ამასთან ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან წამოიწყო რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.
„მე მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო ზურაბ აზარაშვილს. მან ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისთვის. მაგალითად, იცით, რომ სამი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა და განვახორციელეთ მოგვიანებით წამლების გაიაფების რეფორმა, თურქეთის ბაზარი იქნება ეს თუ რეფერენტული ფასების დაწესება. ეს წარმოუდგენელი იყო მანამდე და არ ხდებოდა ეს, მოვედით და გავაკეთეთ. შედეგად 400 მილიონ ლარზე მეტი დაეზოგება ჩვენს მოსახლეობას, ამდენით იძარცვებოდა ჩვენი ხალხი „ფარმა მაფიისა“ და „ფარმა კრიმინალების“ მიერ. ამის გარდა, იცით, რომ ზურაბ აზარაშვილის უშუალო მონაწილეობით და მუშაობით გამოვლენილ იქნა ფარმა დანაშაულები, კარტელური შეთანხმებები, ამის შედეგად დაჯარიმდა 53 მილიონი ლარით ეს მსხვილი ფარმა კომპანიები, იგივე „დიარჯის“ პროგრამა. 30 წლის განმავლობაში რომ არ განხორციელებულა, ისეთი რეფორმები განახორციელა და დაიწყო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა, ამასთან, განმარტა, რომ პირადად მასაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ გვქონდა განსხვავებული შეხედულება, მეც მათ შორის, ახლა შეიცვალა ეს ვითარება და განსხვავებული ვითარება ჩამოყალიბდა. ნორმალურია, მე სხვა პიროვნება ვარ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი დიასპორები არცთუ მრავალრიცხოვანია, მაგრამ ძლიერი და მყარი დასაყრდენია ქვეყნისთვის, ისინი ჩვენით არიან ძლიერნი, ჩვენ კი მათით – მადლობა ქართულ ეკლესიას და თითოეულ დიასპორელს ამ გმირობისთვის