„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ ანგარიშზე – პატიმარს სიმარტოვეს რა უმსუბუქებს? ალბათ, ცოლი ან ოჯახის წევრი და მეუღლემ მიაკითხოს ხოლმე სააკაშვილს – გასეირნების უზრუნველყოფა შეიძლება

ყველა რეკომენდაცია შეიძლება შვედეთსა და ნორვეგიაში არ იყოს გათვალისწინებული – გასეირნებას რაც შეეხება, ამის უზრუნველყოფა შეიძლება, – ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის და სხვა პატიმრების პირობების შესახებ „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნასა და გაცემულ რეკომენდაციებს.
ქადაგიშვილის თქმით, დასკვნა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანას პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის კუთხით ხელშესახები პროგრესი აქვს და რეფორმების გზაზე სწორი მიმართულებით მიდის. მისივე თქმით, თუ რაიმე კიდევ დასახვეწია, ამას გაითვალისწინებენ.
ქადაგიშვილის განცხადებით, დასკვნა ცხადყოფს, რომ ყველა პატიმარი, მათ შორის, სააკაშვილი იმყოფება იმ პირობებში, რომელიც ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და ოპოზიცია ამ საკითხზე სპეკულირებდა.
„თუ დავაკვირდებით რეკომენდაციებს, შეიძლება შვედეთსა და ნორვეგიაშიც არ იყოს ყველა ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული. სიმარტოვეს რაც შეეხება, პატიმრის სიმარტოვეს რა უმსუბუქებს – ალბათ, ცოლი ან ოჯახის წევრი და რა ვიცი, მეუღლემ მიაკითხოს ხოლმე. აი, გასეირნების საკითხი, შეიძლება რეალური იყოს. გასეირნების უზრუნველყოფა შეიძლება, იმ ტერიტორიაზე ცალკე პირობა შეიძლება შეიქმნას გასეირნების, ეს რეალური საკითხია. პატიმარი რომ სიმარტოვეს განიცდის, ამის კომპენსაცია ოჯახის წევრმა უნდა გაუწიოს – მეუღლემ, შვილმა, რა გითხრათ ახლა, არ ვიცი,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია