ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, კანონმდებლობა, არის გამჭვირვალობის უმაღლეს ზღვართან მიახლოებული

საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, კანონმდებლობა, არის გამჭვირვალობის უმაღლეს ზღვართან მიახლოებული, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის წევრებს 2024 წლის 17 იანვარს ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის ის ნაწილი გააცნო, სადაც, მისი თქმით, საუბარია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მოსთხოვოს საჯაროდ გაამჟღავნოს თავისი ფულადი სახსრების დეტალური განაწილება.
მისი თქმით, ასეთი გამჭვირვალობა მოეთხოვება ყველას, მათ შორის, საქართველოსაც.
ს განმარტებით, დახურული სისტემა საქართველოში თანხების გაუმჭვირვალედ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
„ქვეყნისთვის ყოვლად დამაზიანებელი პოლიტიკური ძალების და მათი სატელიტების ინტერესში არის, რომ იძახონ „რუსული“ და არ გაითვალისწინონ რა ხდება რეალურად ევროპაში. ევროპელმა ხალხმა კარგად იცის, რომ მეტი გამჭვირვალობა არის საჭირო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროკავშირის ღონისძიებაზე – ერთი წლის წინ, როცა სტატუსის მინიჭებაზე უარი გვითხრეს, საქართველო დაიჩაგრა – ამგვარი ქმედებები იწვევს გაღიზიანებას ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს

ევროკავშირის ელჩი ფარულ ჩანაწერზე, რომელშიც მას შეურაცხმყოფელად მოიხსენიებენ – როგორც მესმის, ეს არის გაჟონილი საიდუმლო ჩანაწერი და ამ საკითხთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს

შალვა პაპუაშვილი – აკერმანის სახელმძღვანელოს როდესაც ვახსენებდით, ზოგი ირონიით უყურებდა, დღეს ამ სახელმძღვანელოდან დგამენ სხვადასხვა სცენარს, რათა საერთაშორისო აქტორებს თვალწინ დაუდონ