ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე – რა მნიშვნელობა აქვს რა წერია, აქ მთავარია, რომ ევროპარლამენტში არის ჯგუფი, რომელიც აქტიურად ლობირებს, რომ საქართველო დასანქცირდეს, ევროკავშირისკენ სვლა შეფერხდეს

რა მნიშვნელობა აქვს რა წერია [ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში] აქ მთავარია, რომ ევროპარლამენტში არის ჯგუფი, რომელიც აქტიურად ლობირებს საკითხს იმის თაობაზე, რომ საქართველო სხვადასხვა ეტაპზე დასანქცირდეს, საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა შეფერხდეს და უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
ქადაგიშვილის მტკიცებით, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული დოკუმენტი საქართველოს დაზიანებისკენ მიმართული პოლიტიკური ჯგუფის ქმედებაა.
“ეს ის ჯგუფია, რომელიც იგივეს ითხოვდა ს შემთხვევაში, მედიარეკეტიორ გვარამიას შემთხვევაში, ესე იყო სისხლის სამართლის დამნაშავე დავით კეზერაშვილის შემთხვევაში – საქართველოში დესტრუქციის გამომწვევი პიროვნებისა და ძალის გამო საქართველოს ამა თუ იმ ფორმით დასანქცირებას და ამა თუ იმ ფორმით დასჯას ითხოვდნენ. არ ვიცი, ეს მათი პოლიტიკური გემოვნებაა თუ ამ დაკვეთის ქვეშ არიან.
ყოველ შემთხვევაში, ეს არის მათი გზავნილი საქართველოს მიმართ და ამ გზავნილის ერთგულები არიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!