ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებმაც პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბეს, ახალი პოლიტიკური ფრონტის გაჩენის ილუზიის შექმნას ცდილობენ, სინამდვილეში, რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებაში გაერთიანდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ს განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბეს, ახალი პოლიტიკური ფრონტის გაჩენის ილუზიის შექმნას ცდილობენ, სინამდვილეში კი, რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებაში გაერთიანდებიან.
ქადაგიშვილი ამბობს იმასაც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოველთვის პოლიტიკურად ანგაჟირებული და პოლიტიკასთან დაახლოებული ადამიანები იყვნენ, დღეს კი მათთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა.
„ამიტომ პირდაპირ შემოდიან პოლიტიკაში. გადაკეთდებიან პოლიტიკურ პარტიებად. არასამთავრობო ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციებად დარჩება და იქნება ასეთი სიმბიოზი. სრული აღრევაა – ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაცია პირობითი ცნებაა. არასამთავრობო შეიძლება იყოს ის, ვინც მართლა სოციალურ საკითხებსა და მოქალაქეთა საჭიროებებზე მუშაობს. სხვა მხრივ, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, რომელთა ნაწილი ლეგალიზაციას განიცდის და პოლიტიკურ ველზე გადმოვა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
“მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” (EECMD) ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ, თანამოაზრეებთან ერთად, პოლიტიკური მოძრაობა – “თავისუფლების მოედანი” დააფუძნა. მოძრაობის პრეზენტაცია 1-ელ ივლისს, მშვიდობის ხიდთან გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი მიესალმება საქველმოქმედო ორგანიზაცია “სადაგის” წამოწყებას, რომლის ორგანიზებითაც ბათუმის სტადიონზე საქართველოსა და ფიჯის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ, დასუფთავების აქცია გაიმართა