ირაკლი ფავლენიშვილი 4 ოქტომბერზე – ორგანიზატორების მხრიდან ძალადობაზე განცხადება არასდროს გაკეთებულა – მშვიდობიანი აქციაა, თუმცა სიმრავლიდან და რეჟიმის დაქსაქსულობიდან გამომდინარე მიზნად ისახავს, რომ რეჟიმი დასრულდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ს განცხადებით, ღიად არის გაცხადებული, რომ 4 ოქტომბრის აქცია არის მშვიდობიანი აქცია, თუმცა მიზნად ისახავს „რეჟიმის დასასრულს“.
მისივე თქმით, აქციის არცერთი ორგანიზატორის მხრიდან ძალადობის თაობაზე განცხადება არ გაკეთებულა.
„4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობს ძალიან მკაფიო პოზიცია. ძალადობაზე განცხადება არავის მიერ არასდროს გაკეთებულა, ვგულისხმობ ორგანიზატორებს. სოციალურ ქსელში, რა კომენტარი დაიწერება ამაზე საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია. რაც შეეხება კონკრეტულ ორგანიზატორებს, რომელიც ჰყავს ამ დღეს, მათ მიერ და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, რომელიც არის საპროტესტო ელექტორატი, გაცხადებულია ღიად, რომ რა თქმა უნდა, ეს არის მშვიდობიანი აქცია, თუმცა მიზნად ისახავს საკუთარი სიმრავლიდან, მათ შორის რეჟიმის ამ დაქსაქსულობიდან გამომდინარე იმას, რომ ეს რეჟიმი დასრულდეს. საჯარო პოლიტიკური განცხადების გამო დააკავეს ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი, ჩვენი პარტიის ლიდერი . ის ხსნიდა, რას გულისხმობდა ამ ტერმინში „მშვიდობიანი“, თუ როგორი ანალოგიები არსებობს, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მეზობელი და სხვა ქვეყნების ისტორიაში, ისე რომ თმის ღერი არავის ჩამოვარდნია“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ში ვიზიტთან დაკავშირებით. ფავლენიშვილის შეფასებით, ყველას მხრიდან არის უარყოფილი და მიჩნეული ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ სახედ.
„რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ფორმატები და პლატფორმები, სადაც ლეგიტიმურობის ნიადაგზე არ იწვევენ ლიდერებს, არის გარკვეული პლატფორმები, სადაც ყველა ფორმალური თუ არაფორმალური, ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური ლიდერი იკრიბება. რაც შეეხება აქ ყოფნას, აქაც ჩანს თუ როგორი იზოლირებულია ივანიშვილის რეჟიმი და მათ შორის ე.წ. პრემიერი ც. რაც შეეხება პარალელს მაია სანდუსთან, მაია სანდუ გამოირჩევა იმით, რომ მას აქვს ძალიან კარგი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ყველა დასავლელ ლიდერთან კობახიძისგან განსხვავებით, რომელიც ყველას მხრიდან არის უარყოფილი და რა თქმა უნდა, ყველას მიერ არის მიჩნეული ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ სახედ. რაც შეეხება მის ნარატივებს, ყოველთვის არის რუსული ჰიბრიდული ომის გახმოვანება ხოლმე და კრემლის „მესიჯების“ გახმოვანება საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – საქმეები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ასახავს მართლმსაჯულებას, ეს არის დაშინება – ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებით ვერ ვსარგებლობ, თუ აქ სამართალს ვერ ვნახავ, ევროპულ სასამართლოში წავალ