“ჯაფარას მე ყოველთვის პიროვნული თვისებებით გამოვყოფდი პოლიტიკურ სპექტრში.
ამ ვიდეოს გადაღება კარგად მახსოვს, ოპოზიციურ შეხვედრამდე სასტუმროს შესასვლელში მიუსაფარ ძაღლს ეფერებოდა, ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით სოციალურ ქსელში მასალის დასადებად არა, გულწრფელად, მთელი გულით აკეთებდა ამას. გადავუღე ვიდეო ისე არც მითქვამს, ჩემთვის შევინახავთქო.
ამ ვიდეოშიც ჩანს ჯაფარას ხასიათი და ასევე იმ ვიდეოებშიც სპეცრაზმს რომ წინ უდგას, სახლთან დახვედრილ ზონდერებს რომ იგერიებს, მარტის აქციების დროს წინ წასვლისკენ რომ მოგვიწოდებს.
საბოლოოდ ვიცი რომ მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ.
ბოროტსა სძლია კეთილმან 

” – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.


