ირაკლი ფავლენიშვილი – ცივილიზებულ სამყაროში ოპოზიციის აკრძალვის დაანონსება სრულიად მიუღებელია

ცივილიზებულ სამყაროში ოპოზიციის აკრძალვის დაანონსება სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ „ერთიანობა“ – „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა „პოლიტიკოს“ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, „ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები ყველაზე ავტორიტარულ რესპუბლიკაშიც კი მიუღებელია“.
„რა თქმა უნდა, ეს განცხადება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შავ ლაქად შევა, იმიტომ, რომ გვქონდა ხელისუფლება, რომელიც ასე ღიად აანონსებდა დიქტატურას“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება