ირაკლი ფავლენიშვილი – შეუძლებელია, ვენეციის კომისიას სხვანაირი დასკვნა დაედო – ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში არანარი კრიტიკული ორგანიზაცია არ იარსებებს და მიიღეს შესაბამისი კანონპროექტები, მათ შეიძლება ვუწოდოთ დიქტატურის 4 კანონი

შეუძლებელია ვენეციის კომისიას ამ კანონებთან მიმართებით სხვანაირი დასკვნა დაედო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, შეუძლებელია დემოკრატიული ქვეყანა ვუწოდოთ ისეთ ქვეყანას, სადაც არ არსებობენ ოპოზიციური პარტიები, კრიტიკული მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები.
,,ამ 4 კანონს შეიძლება ვუწოდოთ დიქტატურის 4 კანონი. მათი მიზანი არის არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და კრიტიკული მედიასაშუალებების აკრძალვა და განადგურება საქართველოში. შეუძლებელია ვენეციის კომისიას ამ კანონებთან მიმართებით სხვანაირი დასკვნა დაედო. შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი დასავლური ინსტიტუციის აზრი იქნება ერთი – თუ ქვეყანას დემოკრატიული მომავალი უწერია, ასეთი კანონპროექტები ამ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. იმიტომ, რომ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ქვეყანა, სადაც არ არსებობენ ოპოზიციური პარტიები, კრიტიკული მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ამ ქვეყანას ვუწოდოთ დემოკრატიული’’, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
მისი თქმით, ამ კანონების მიზანია, რომ „ვინც არ არის ივანიშვილისკენ და არ არის ივანიშვილის სატელიტი, ყველა განადგურდეს და გაუქმდეს“.
,,ხალხს აქვს თვალები. თქვენ შეიძლება გსურდეთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, პროპაგანდისტული საშუალების პრიზმაში უყურებდნენ, მაგრამ ეს ხალხი ობიექტურად უყურებს. ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში არანარი კრიტიკული ორგანიზაცია არ იარსებებს, მიიღეს შესაბამისი კანონპროექტები და გადავიდნენ ქმედებებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ნათელი დადასტურება იმის, რომ კანონპროექტების მიზანია ამ ქვეყანაში არ არსებობდეს არანაირი კრიტიკული, დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ვინც არ არის ივანიშვილისკენ და არ არის ივანიშვილის სატელიტი, ყველა უნდა განადგურდეს და გაუქმდეს’’, – განაცხადა ფავლენიშვილმა
ინფორმაციისთვის, ვენეციის კომისია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონზე, “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ შესახებ სხვა კანონებზე მოსაზრებას აქვეყნებს.
ქართულ FARA-სთან დაკავშირებით ვენეციის კომისია უთითებს, რომ სიცხადისა და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის განჭვრეტადობას და სამართლებრივ გარკვევადობას. აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, ქართული FARA-ს მიერ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცეს და დემოკრატიულ თავისუფლებებს. დოკუმენტის თანახმად, ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციების შესაბამისად, რეკომენდებულია ქართული FARA-ს გაუქმება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ ჯარიმები მსოფლიოსთვის გზავნილია: „ქართული კოშმარი“ დიპლომატებს აშინებს, მოქალაქეებს აჩუმებს და ევროპულ პრინციპებზე უარს ამბობს

ელისო კილაძე: დიდი რუსული გადანაწილება ქართველების მონაწილეობით: ორი დღის წინ საქართველოში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი და რუსი ოლიგარქი უმარ კრემლიოვი (ვიდეო)