ირაკლი ფავლენიშვილი – უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის

უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ს გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ს განცხადებით, საერთაშორისო ფორუმებზე საქართველო წარმოდგენილია პოლიტიკური დუბლებით, „რაც ეროვნული ინტერესების რეალიზების შანსს ამცირებს“.
„უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და აქვე გამოჩნდა, რომ დღემდე ევროპაში, ევროპული ქვეყნების ლიდერებისთვის ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის, მოდერნიზაციის სიმბოლოდ არის და რჩება მიხეილ სააკაშვილი.
ასევე, გამოჩნდა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის ძალიან საზიანოა, იმის ნაცვლად, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს მიუნხენის კონფერენციაზე, ადამიანი, რომელიც მთავარი ლობისტია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ბოლო ათწლეულების მანძილზე, რომელიც არის გლობალური მასშტაბით ევროპის აღმოსავლეთით გაფართოების არქიტექტურის შემქმნელი და ჩვენი რეგიონის ეკონომიკური განვითარების პოტენციალის ერთ-ერთი ამაღორძინებელი, მის ნაცვლად ფაქტობრივად, პოლიტიკური დუბლებით ვართ წარმოდგენილები ასეთ საერთაშორისო ფორუმებზე, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზების შანსს ამცირებს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელი განცხადება საქართველოზე – წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში