ირაკლი ფავლენიშვილი – სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში დებულების შეტანა უმნიშვნელოვანესია ივანიშვილის და მისი ბანდის დელეგიტიმაციის გზაზე – ეს ნიშნავს, რომ დასავლეთში არასდროს აღიარებენ ამ რეჟიმს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის ს შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადების წარდგენა ნიშნავს იმას, რომ -ში და დასავლეთში ს რეჟიმს არასდროს აღიარებენ.
როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გეოპოლიტიკური ჩიხიდან ქვეყნის გამოსვლის ერთადერთი გზა არსებული სისტემის დემონტაჟია.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში დებულების შეტანა არის უმნიშვნელოვანესი ივანიშვილის და მისი ბანდის დელეგიტიმაციის გზაზე. ჩვენთვის კარგად უნდა იყოს გასაგები, რომ ივანიშვილის ქართული კოშმარის არაღიარების დებულების შეტანა ამ აქტში ნიშნავს იმას, რომ აშშ-ში და დასავლეთში საერთოდ არასდროს აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმს. ამიტომ, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ლეგიტიმურობის კრიზისიდან და გეოპოლიტიკური ჩიხიდან ქვეყანა გამოვიდეს, არის ამ სისტემის დემონტაჟი. ივანიშვილის პირობებში ეს სისტემა არასდროს იქნება ლეგიტიმურად აღიარებული არცერთი დასავლური, ცივილიზებული სამყაროს მიერ. ყოველთვის იქნება ლეგიტიმურობის იზოლაციის პრობლემა. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ასევე ის ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ჩვენი პოლიტიკური ლიდერების მიერ. ამ ვიზიტის მიზანსაც წარმოადგენს ის, რომ დელეგიტიმაცია დაკანონდეს უფრო ოფიციალურ დონეზე, მათ შორის „მეგობარი აქტი“ გავიდეს. ამ დებულების შეტანის შემდეგ, „მეგობარ აქტს“ ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ გამოვიდეს და ძალიან მალე ვიხილოთ. ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და ივანიშვილის და მისი ბანდის სანქცირების პოლიტიკა და ქართველი ხალხის ბრძოლის მხარდაჭერა“,-განაცხადა ფავლენიშვილმა.
მისი განმარტებით, ყველა რესურსი ამოწურულია, როგორც ქართველი ხალხის, ისე საერთაშორისო პარტნიორების.
„ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილი არის დასანქცირებული, სტრატეგიული პარტნიორობა არის შეჩერებული. ამ პოლიტიკის გაგრძელება გახლავთ ამ დებულების შეტანა. არსებობენ სენატორები, რომელთაც უფრო მეტად აქვთ ფრთხილი პოზიცია, რადგან მათ კარგად არ ესმით ივანიშვილის რუსული ბუნების არსი იმ მხრივ, რომ მისი გამოსწორება, კონსტრუქციულ ფარგლებში გადმოყვანა არის უკვე შეუძლებელი. ამ მხრივ, ყველა რესურსი არის ამოწურული, როგორც ქართველი ხალხის, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ“,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკელმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა. „ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით“, – წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
შესწორების ტექსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის არცერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებისკენ არის მიმართული.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…